Поиск по этому блогу

ციფრული სკოლა

 

 2019 წლის მარტიდან სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტ „ციფრულ სკოლაში“, სკოლის დირექტორის ბატონ ზაზა ლომოურის ხელმძღვანელობით დავესწარით ტრენინგებს და იქ მიღებული ცოდნა გავუზიარეთ თანამშრომლებს და სკოლის მოსწავლეებს 

ჩვენმა სკოლამ პილოტირებისთვის აირჩია საშუალო საფეხური, ამ საფეხურის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეავსეს კითხვარი და ეს მონაცემები აისახა ციფრულ სარკეში.

ციფრულ სარკეში გამოკვეთილი პრობლემებიდან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ციფრული კომპეტენციების ამაღლება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. ციფრული კომპეტენციების ამაღლება არის XXI საუკუნის სკოლების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა, ჩვენი მოსწავლეების უმეტესი ნაწილი კარგად ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, რაც საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ მათი ციფრული კომპეტენციები. ეს თავისთავად გამოიწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. 

ტრენინგში მონაწილე მასწავლებელთა ჯგუფმა შევასრულეთ მოთხოვნილი დავალებები, რაც ითვალისწინებდა ჯგუფის წევრების როლების გადანაწილებას, კვლევის ჩატარებას, შევარჩიეთ  მომხმარებლები


ჩვენი სკოლის ინოვატორი მასწავლებელი თამთა ინაური

აქტიური მშობელი თამარ იმერლიშვილი


სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ მაღლაფერიძე


სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ მაღლაფერიძე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში და გამოირჩევა პასუხისმგებლობით. მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით შევადგინეთ ერთწლიანი გეგმა

მასწავლებლებში და მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების ამაღლება ამ ეტაპ-ზე დავგეგმეთ ელექტრონული წიგნის PRESSBOOKS-ის საშუალებით.
მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთ თანამშრომლობით შეიქმნა ელექტრონული წიგნები.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ბიოლოგიაში

სამოქალაქო განათლებაში

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის მუშაობა არის სიახლე და ინერგება სკოლებში, ამ კუთხით საინტერესო აღმოჩნდა  პროექტ მომავლის სკოლის ტრენერ რუსა მარკოზაშვილთან, ამ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ციფრული კომპეტენციების დადებით მხარეებზე, იმ ინსტრუმენტებზე და აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ კომპეტეცნციების ამაღლებას. 







Комментариев нет:

Отправить комментарий