მეორე მსოფლიო ომის წლებში, საქართველოში ტყვედ ჩავარდა გერმანელი ინჟინერი ერნიკ ბოტე, რომლის თაოსნობითაც გერმანელი ტყვეებისათვის აშენდა თავშესაფარი. ომის დამთავრების შემდეგ ერნიკ ბოტემ თავშესაფარი გადაცა მე-15 ვაჟთა სკოლას. სკოლა მოიხსენიებოდა ბოტეს სკოლის სახელით.
1955 წელს მოხდა მე-15 ვაჟთა და მე-19 ქალთა სკოლების გაერთიანება და შეიქმნა თბილისის მე-5 საშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობდა მაშინდელ საბჭოს ქუჩაზე, შემდეგ 1963 წელს ხუდადოვის ქუჩაზე აშენდა ახალი შენობა სადაც სკოლა გადმოვიდა და დღესაც არსებობს თბილისის მე-5 საჯარო სკოლის სახელით.
დრო გადიოდა, იცვლებოდნენ დირექტორები. სხვადასხვა დროს სკოლას ხელმძღვანელობდნენ: ვლას კაშია, ნუნუ დუმბაძე, ლია იოსელიანი, ვახტანგ ზაალიშვილი, ნოდარ კირვალიძე, ნუგზარ ლეჟავა. ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს ბატონი ზაზა ლომოური.
მე-5 საჯარო სკოლა ორცვლიანია, ამჟამად ითვლის 630 მოსწავლეს და 57 პედაგოგს. სკოლაში უცხო ენის სწავლებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. 1965 წლიდან სკოლაში მიმდინარეობს გაღრმავებული ინგლისური ენის სწავლება. ამავე წლიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეში (პიონერთა სასახლე) როგორც საკონფერენციო, ისე საოლიმპიადო ღონისძიებებში.
მოსწავლეთა I ფორუმში ჩვენი სკოლა წარმატებით მონაწილეობდა, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ I ხარისხის დიპლომებით.
სკოლამ კავშირი დაამყარა ამერიკელ მეგობრებთან. ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრად კონსულტანტები _ ჯეინი და კენი ფლორკები, ბიზნესმენი ბობი სტივენსონი და მისი მეუღლე. მასწავლებელი ელეონორა სტივენსონი მოსწავლეებთან ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და სალაპარაკო ტერმინოლოგიაში ავარჯისებდა მათ.
მოსწავლეთა II ფორუმზე, რომელიც 12 ქვეყნის წამომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ჩვენმა სკოლამ წარმატებით გამოიჩინა თავი. დადგა მიუზიკლი ,,ამერიკის დასაბამიდან დღემდე“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
1997-1998 სასწ. წელს მე-5 საშუალო სკოლა დასახელდა ქალაქის საუკეთესო სკოლად.
წლების მანძილზე ითვლება რაიონის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად.
2003 წელს სასკოლო გრანტების კონკურსში, სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა ,,საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტი“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმია-ბიოლოგიის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, მოიპოვა გრანტი.
ბოლო წლებში სკოლაში ინერგება სიახლეები.
სკოლა ჩართულია სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამაში ,,ირმის ნახტომი“.
2006 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო კითხვის უნარის საერთაშორისო კვლევაში
2006-2007 წლებში სკოლა ჩაერთო პროექტში ,,ღია სკოლების ქსელი“
სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, ფუნქციონერებს მუსიკალური და ცეკვის სტუდია.
სკოლაში შექმნილია საგნობრივი ჯგუფების კათედრები, სამეურვეო საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო.
სკოლას ჰყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც რეგულარულად გადიან ტრენინგებს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესბლად.
სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლამ არაერთი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა ქვეყანას.
ყველა ეს წარმატება დირექციისა და პედკოლექტივის ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაც აუცილებელად გაგრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий